სუპერმარკეტი, გაზის პისტოლეტი... და ბოლოს გისოსები

გამოწერა
დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სუპერმარკეტზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრული - Sputnik საქართველო
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულს სენაკის პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?!

შსს-ს მონაცემებით, სამართალდამცველებმა ოპერატიულად გატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად „ცხელ კვალზე" დააკავეს 1989 წელს დაბადებული კ.კ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სუპერმარკეტის ერთ-ერთ მოლარეს „ბერეტას" სისტემის გაზის პისტოლეტით ემუქრებოდა და თანხის წართმევას ცდილობდა, რაც ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბოლო დღეების სტატისტიკა: ქურდობის ბრალდებით 8 პირია დაკავებული>>>

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0