როდის დაუბრუნდება სოფელი ჭერემი ცივილიზაციას

© courtesy of Municipality of Gurjaaniჭერემისხევი
ჭერემისხევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც მუშაობას დღის განმავლობაში შეუდგება.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა საავტომობილო გზა წაიღო, ზარალმა 200 ათასი ლარი შეადგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კვირას სოფელი ჭერემი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა, რადგანაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ცენტრალური ავტომაგისტრალი წაიღო. სოფელში 15 ოჯახი ცხოვრობს, არის მაღაზია, აფთიაქი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. სოფლის მოსახლეობა უკვე მეორე დღეა რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც მუშაობას დღის განმავლობაში შეუდგება.

"როგორც კი პირველი შედეგები გვექნება, ჭერემის მოსახლეობას საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველვყოფთ", — განაცხადა ხანდამაშვილმა.

მერის სიტყვებით, სოფლის ქალაქთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას ორი დღე დასჭირდება, შესაბამისად მოხდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

სოფელი ჭერემი გურჯაანიდან 28 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0