ნავთლუღის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

გამოწერა
ხანძრის შედეგად დაიწვა ავტომობილების მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე კვირას, ღამით ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სახანძრო - Sputnik საქართველო
შემთხვევა ფოთში: ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. დამწვარია ავტომობილების მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

„ნაგავი დაიწვა, ცეცხლმა ეზოში შემოაღწია. არანაირი პრობლემა არაა, არავინ დაშავებულა… სახანძრო დროულად მოვიდა", — განაცხადა ტელეკომპანიასთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. სპეციალისტები ზარალის ოდენობას დაითვლიან.

ყველა ახალი ამბავი
0