„მზიურში“ გიგი ანთაძის ჯიხური გაქურდეს

© Sputnik / Anna Anastasiadiგიგი ანთაძე
გიგი ანთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Gulf Georgia გიგის ახალ წვენსაწურ აპარატს შეუძენს და დაზიანებულ ჯიხურს შეაკეთებს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. უცნობმა პირებმა მოიპარეს წვენების საწური და ფულადი თანხა ჯიხურიდან, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებულ 15 წლის გიგი ანთაძეს ეკუთვნის, დაწერა OK Magazine Georgia-ს შეფ-რედაქტორმა ნინო ჯიბლაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

15 წლის გარემოვაჭრე გიგი ანთაძეს თბილისის მერია ჯიხურს ჩუქნის >>

გიგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისი საქმიანობით თბილისის მერი კახა კალაძე დაინტერესდა. უკანონო გარე ვაჭრობასთან ბრძოლის მორიგი ტალღის გამო ბიჭმა კინაღამ დაკარგა თავისი მცირე ბიზნესი, მაგრამ კალაძემ გიგის დედის თხოვნა გაითვალისწინა ეს არ დაუშვა. თბილისის მერიამ „მზიურის“ პარკში გიგისთვის ადგილი გამოყო და ჯიხური გადასცა, სადაც მან ახალგამოწურული წვენებით ვაჭრობა გააგრძელა.

„გუშინ გიგისთან რომ მივედით, ყველამ ვიცით, ჰო, გიგი — პატარა ბიჭი, რომელიც „მზიურში“ ნატურალურ წვენებს ყიდის — ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ, ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ, მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა“, — დაწერა ჯიბლაძემ.

გიგი ანთაძე - Sputnik საქართველო
ანთაძე: ოთხი წელია რაც ვაჭრობით ვარ დაკავებული

ტელეარხ Imedi-თან ინტერვიუში ბიჭმა განაცხადა, რომ პოლიციას აღარ მიმართა, რადგან ირგვლივ ვიდეოდაკვირვების კამერები დამონტაჟებული არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, შსს-მ მომხდარის შესწავლა დაიწყო.

ცოტა ხნის წინ კომპანია Gulf Georgia-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია გიგის ახალ წვენსაწურ აპარატს შეუძენს და დაზიანებულ ჯიხურს შეაკეთებს:

„კომპანია „გალფი“ გიგის ახალ წვენსაწურ აპარატს შეუძენს და „მზიურში“ მდებარე მის სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ზიანი მიადგა, სრულად განაახლებს“.

გიგი რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ გამზირზე სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობდა. შემდეგ კი დახლზე ფრეშ-წვენებით ვაჭრობდა, ხოლო აპრილის დასაწყისიდან გიგის ახალგამოწურული წვენები უკვე ახალ ჯიხურში იყიდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0