პროტესტი ჭიათურაში – სამმა ახალგაზრდამ პირი ამოიკერა

გამოწერა
მოშიმშილეები სამართალდამცველებს პროვოკაციების მოწყობასა და მოქალაქეების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ჭიათურაში სამმა ახალგაზრდამ პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მეათე დღეა შიმშილობს. პეტრე ივანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის, ასევე მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას და მათი დაკავებული მეგობრისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

მოშიმშილეების თქმით, 26 მაისს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამართალდამცველებმა მათი ცხრა მეგობარი ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავეს, მათგან რვა პირი ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და გამოუშვეს, ერთს კი პატიმრობა შეეფარდა.

„ავტომატებით შეიარაღებულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ერთ-ერთისადმი ყელზე ავტომატის მიდებით და ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა", — აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ავრცელებს.

ახალგაზრდები პოლიციის მაღალჩინოსნებს პროვოკაციების მოწყობასა და მოქალაქეების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

პატრული - Sputnik საქართველო
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულს სენაკის პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?!

„მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ-ერთმა მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში", – ნათქვამია პეტიციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რვა მამაკაცი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. ერთი მამაკაცი კი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით არის დაკავებული და ბრალად ედება „პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით“.

ყველა ახალი ამბავი
0