საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 30 ათასი აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე კახეთში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
ქრთამის შეთავაზება განყოფილების უფროსს: პასუხი – შვიდ წლამდე ციხე

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებმა სოფელ უჯარმაში სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწისა და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 ათასი აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მოთხოვნილი თანხის ნაწილის — 30 ათასი აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით ("განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება"), რაც ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0