პოლიცია

რა მოხდა მოსაშვილის ქუჩაზე

489
(განახლებულია 13:08 13.06.2018)
შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა ცხრა მასრა ამოიღეს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე შვიდი შეიარაღებული ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი გუშინ, საღამოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სროლამ გამვლელებში პანიკა გამოიწვია. ადამიანებმა კაფეებსა და ახლომდებარე მაღაზიებს შეაფარეს თავი.

შეიარაღებულმა პირებმა ტერიტორია ავტომობილებით დატოვეს და მიიმალნენ.

შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

489
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1056)