მეტეხის ქუჩაზე ავარიული შენობა ჩამოინგრა

© Sputnik / Denis Aslanovავლაბარი
ავლაბარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი წვიმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით გმირთა მოედანზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დააყენა და ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა დროებით ჩაკეტა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მეტეხის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი".

შემთხვევა ავლაბარში დღეს, დილით მოხდა. სახლში წლების განმავლობაში არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად, შენობის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამონგრეული შენობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.


შემთხვევის დროს დაზიანდა შენობის წინ მდგარი ავტომობილი, რომელიც უცხოელ ტურისტს ეკუთვნის. რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები დაითვლიან ზარალს და კომპენსაციის სახით ტურისტს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებენ.

გუშინ ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში სრულად მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე 153 შეტყობინება შევიდა. ყველაზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. გამოძახებები ასევე იყო დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0