კვერცხი

თბილისში დიდი რაოდენობით არაეტიკეტირებული კვერცხი დალუქეს

99
(განახლებულია 16:03 11.06.2018)
საქართველოს კანონმდებლობით, ბიზნეს-ოპერატორი ვალდებულია, სარეალიზაციოდ გამოტანილ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის ერთ-ერთ საბითუმო საწყობში 21,6 ათასი არაეტიკეტირებული კვერცხი დალუქეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი შპს „კრეატივი+"-ში გამოავლინეს.

„საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნეს-ოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს", — ნათქვამია განცხადებაში.

2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ" N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნეს-ოპერატორს სარეალიზაციოდ გამზადებულ თითოეულ კვერცხზე მწარმოებელი ქვეყნისა და წარმოების თარიღის მითითებას ავალდებულებს.

სურსათის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს არაერთხელ მიმართეს ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდება ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციის ოპერატიულად გამოვლენა.

99
თემები:
თბილისის მერია (165)