პოლიცია საპროტეასტო აქციაზე თბილისში

შეხლა-შემოხლა რუსთაველის გამზირზე - დაკავებულია სამი ადამიანი

218
(განახლებულია 22:39 10.06.2018)
ნებისმიერი პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას, უმკაცრესად დაისჯება, აცხადებენ შსს-ში

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რომელიც 16 წლის მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად იმართება, იუწყება აქციიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

დაკავებას წინ უძღოდა შეხლა-შემოხლა აქციაზე, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

TV Pirveli-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ერთ-ერთი დაკავებული ზაზა სარალიძის ახლო გარემოცვიდან არის.

პარალელურად, შსს-მ მიმართა მოქალაქეებს და განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას და არ იქნება შსს-ს თანამშრომელი, უმკაცრესად დაისჯება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, რომ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, კანონი დაიცვან. რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს ნებისმიერი პირი, რომელიც ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას, კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. ყველა მსგავს ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ რეაგირებას”, — ნათქვამია განცხადებაში.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: დაკავებულია მირზა სუბელიანი >>

აქციაში სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ საზოგადოების გარდა, მონაწილეობას იღებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა პოლიტიკოსები განცხადებების გაკეთებას არ აპირებენ, ისინი აქციაზე დამკვირვებლების სტატუსით იქნებიან.


218
თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (104)