პოლიციის განყოფილება საქართველოს ერთ-ერთ რაიონში

ექსკურსიაზე კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა

260
(განახლებულია 20:08 10.06.2018)
ბოლნისში ექსკურსიაზე თბილისის 174-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ წასულები.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბოლნისში ექსკურსიაზე წასული მოსწავლე მდინარეში გადახტა და მრავლობითი  სახის დაზიანებები მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

13 წლის მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს სკოლის პედაგოგები, ბავშვები და მშობლები.

ბოლნისში ექსკურსიაზე თბილისის 174-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ წასულები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გუშინ გომბორის უღელტეხილზე  კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. მისივე განმარტებით, გასაძლიერებელია მუშაობა როგორც ესკორტის მიმართულებით, ასევე იმ მძღოლებთან, რომლებიც ექსკურსიებს ახორციელებენ. უახლოეს დროს შს მინისტრთან ერთად ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხების განხილვა იგეგმება.

 

260
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1062)