გაწმენდითი სამუშაოები გზაზე

საქართველოს გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

130
(განახლებულია 11:45 10.06.2018)
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო ტრასის ჩაკეტვის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ჩამოშლილი კლდოვანი მასა გახდა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე შეფერხებებია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეფერხებებია დაწესებული ასევე სვანეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, რის გამოც 7 ივნისს დაიკეტა საქართველოს ავტომაგისტრალის მონაკვეთი სვანეთის მიმართულებით.

კერძოდ, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კილომეტრზე (უშგული–ლასდილი) გზის სავალი ნაწილი ჩაიშალა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.


130
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (177)