დაკავება

გომბორის გზაზე ავარიაში მოხვედრილი მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია

307
(განახლებულია 21:21 09.06.2018)
სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომელშიც ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა, იუწყება პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ბავშვი: „მძღოლი აყვირდა, მგონი ვიღუპებითო“ >>

ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მოსწავლეა, ხოლო 21 ადამიანი დაშავებულია.

37 წლის მძღოლს ბრალად ედება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მძღოლს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. ავტომობილი თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან სავალი ნაწილიდან გადავიდა და  ფერდობზე გადავარდა.


307
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)
საბერძნეთის პოლიცია

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის იზოლატორში თავი მოიკლა

83
(განახლებულია 16:08 29.05.2020)
ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში 46 წლის ქართველი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრეფიკინგში ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთში დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა, იუწყება ქართული მასმედია ბერძნული მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

175
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

175
თემები:
შემთხვევები საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: ფულადი კომპენსაცია უკვე 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

0
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა რთულ პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს ბედის ანაბარა არ მიატოვებს

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კორონავირუსის პანდემიის დროს 427 206 საქართველოს მოქალაქეს დაპირებული კომპენსაციები უკვე ჩაერიცხა, განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

გახარიამ პასუხი გასცა ოპოზიციის კითხვებს, რომელიც მთავრობას მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ დაპირებული ფინანსური დახმარება პანდემიის გამო უმუშევარ ადამიანებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

 „ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა, უბრალო ტყუილია. ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო, დაიწყებოდა და ეს პროცესი დაიწყო... დღეისთვის  427 206 ადამიანს მთავრობის მხრიდან ფინანსური დახმარების სახით უკვე ჩაერიცხა თანხა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

პრემიერის სიტყვებით, ამ დროისთვის ფულადი დახმარება უკვე მიიღო 72 175-მა კონტრაქტით დასაქმებულმა ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა და კორონავირუსის პანდემიის დროს სამსახურდაკარგულმა ადამიანმა. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. 

ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 52 151 თვითდასაქმებულს, რომლებმაც წარმოადგინეს ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გარდა ამისა, სოციალური დახმარება მიიღო 75 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე  194 796-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა. აღნიშნულ  დახმარებას ექვსი თვის განმავლობაში მთლიანობაში 190 ათასი ადამიანი მიიღებს. ექვსი თვის განმავლობაში დახმარების მოცულობა დამოკიდებული იქნება ოჯახში ადამიანების რაოდენობაზე.

მრავალშვილიანი ოჯახები კი, რომლებსაც 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ, ნახევარი წლის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ. ამ დახმარების პირველი ტრანში, 100-100 ლარი, უკვე ჩაერიცხა 22 644 მრავალშვილიან ოჯახს.

სოციალური დახმარება ასევე ჩაერიცხა 40 440 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

გახარიამ პასუხი გასცა ოპოზიციის პრეტენზიას თვითდასაქმებულების დახმარების პირობებთან დაკავშირებით, რომლებმაც შემოსავლის დასადასტურებლად უნდა წარადგინონ ცნობა იურიდიული პირისგან.  ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული  რეგულაციის გამო დახმარების გარეშე დარჩა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ.

 „ბატონ რომანს და მის პოლიტიკურ ძალას, თვითდასაქმებული რა იყო, საერთოდ არ აინტერესებდა. ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება, საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს მე ტყუილუბრალოდ მედავებიან იმას, რომ თურმე თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ კრიზისის პერიოდში მათთვის სოციალური დახმარება აღმოგვეჩინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარია დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აღნიშნული დახმარება კრიზისის პერიოდში  არასაკმარისია. თუმცა, ადამიანების გარკვეული კატეგორია  მოსახლეობის სიღარიბისა და გაჭირვების ხარჯზე ცდილობს პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების მიღებას. 

ამას გარდა, პრემიერს მოუწია, კიდევ ერთხელ განემარტა, რაოდენ მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის სახელმწიფო დახმარება.

 „ბოლო წლებში 30 ათასმა ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მათგან 25 ათასმა, სამშენებლო კომპანიასთან იპოთეკური ურთიერთობის დამყარებით, პირველი შენატანი გააკეთა და ბანკში აღებული სესხით დაიწყო თანხის გადახდა.  მათი ბინები ჯერ არ არის დასრულებული. გამოდის, რომ ბ-ნი რომანი მთავაზობს,  ეს სამშენებლო კომპანიები და ჩემი მოქალაქეები მივატოვო ბედის ანაბარა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს თავიანთი თანამოქალაქეები 2008 წლის კრიზისის დროს, როცა ათობით ათასი ადამიანი დარჩა ბინების გარეშე მაშინ, როდესაც უკვე გადახდილი ჰქონდა თანხა“, - აღნიშნა პრემიერმა.

დაუსრულებელი მშენებლობა დედაქალაქის მერიის თავის ტკივილია, რომელიც 2013 წლიდან სპეციალური პროგრამის ფარგლებში ეხმარება მათ მშენებლობის დასრულებაში. პრემიერის სიტყვებით, ესაა ბინები, რომლებშიც თანხა 2008 წლამდე გადახდილია, მაგრამ დღემდე არ არის დასრულებული.

საქართველოს მშპ-ში სამშენებლო სექტორის წილი დაახლოებით 9%-ს შეადგენს, დასაქმებულთა რაოდენობა კი - თითქმის 120 ათასს. ამდენივე მოქალაქეა დასაქმებული სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ სფეროებში. ხელისუფლების განცხადებით, სექტორის გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა პოსტკრიზისულ პერიოდში. ამიტომ მთავრობა გეგმავს 135 მლნ დოლარის გამოყოფას დეველოპერული სექტორისთვის და იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

0