სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა

გომბორზე ავარიისას დაღუპული გოგონას დედა სამედიცინო ბრიგადას თბილისში გადაჰყავს

1687
(განახლებულია 16:53 09.06.2018)
დაშავებულ ქალბატონს სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას თბილისში გადაჰყავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, ქალი ავარიისას გარდაცვლილი გოგონას დედაა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

ბოლო მონაცემებით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 პაციენტი მოათავსეს, მათგან 12 ბავშვია.

უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 
1687
თემები:
შემთხვევები საქართველოში (790)