დავით სერგეენკო

ავარიის დროს დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს

123
(განახლებულია 16:20 09.06.2018)
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 12 ბავშვია.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თელავში, ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაემგზავრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმაც მოინახულა. დაშავებულებს მოინახულებს ასევე შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია.

უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.  


123
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1231)