საპატრულო პოლიცია

გორში მაღაზიიდან „ნისიების“ რვეული მოიპარეს

144
(განახლებულია 14:14 09.06.2018)
ბოროტმოქმედებს, რომლებმაც მაღაზიიდან „ნისიების“ რვეული მოიპარეს, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. უცნობმა პირებმა გატეხეს ტანსაცმლის მაღაზია გორში, კომბინატის დასახლებაში, მაგრამ მხოლოდ რვეული მევალეთა სიით მოიპარეს, იუწყება ტელეარხი Imedi.

ქურდობა რუსთავში — გატეხილია სწრაფი გადახდის ტერმინალი >>

ქურდობა პარასკევს ღამით მოხდა. მაღაზიის მფლობელებმა ქურდობის ფაქტი დილით დააფიქსირეს. 

შსს-ში ქურდობის ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა მოიპარეს ბოროტმოქმედებმა. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით“), რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს.


144
თემები:
კრიმინალი საქართველოში (739)