სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე

აჭარაში ჯომარდობისას დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები აღმოჩნდნენ

154
(განახლებულია 21:33 08.06.2018)
უკრაინელი ტურისტები დაიღუპნენ, როდესაც მათი ნავი ჰესის მშენებლობის ადგილის მახლობლად გადაბრუნდა

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. აჭარის მთებში მდინარე ჭოროხზე დაიღუპა უკრაინის სამი მოქალაქე, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, იუწყება Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

აჭარაში ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა >>

ტრაგედია პარასკევს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათთან მოხდა. დაღუპულია ცოლ-ქმარი და მათი 24 წლის ქალიშვილი. გარდა ამისა, დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მათთან ერთად ნავში იმყოფებოდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავში ექვსი ადამიანი იყო, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ოთხნი იყვნენ.

ნავი გადაბრუნდა იმ ადგილთან ახლოს, სადაც ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, იუწყება ტელეარხი Imedi.

უკრაინული ოჯახი ადრეც ჩამოსულა საქართველოში, რათა ამ ადგილას მდინარეზე ნავით ჩასულიყო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება "გაუფრთხილებლობით სიკვდილის" მუხლით აღიძრა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის 5 წლამდე ვადით ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას.


154
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)