აბანოთუბანი

სამხრეთ კავკასია მიწისძვრების სერიამ მოიცვა

223
(განახლებულია 14:49 06.06.2018)
აზერბაიჯანში მიწისძვრის მაგნიტუდა 5,6 იყო, სომხეთში – 3,9

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში — აზერბაიჯანსა და სომხეთში 9 საათის ინტერვალით მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იყო საგრძნობი.

სამშაბათს, 22:40 საათზე 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში. მიწისძვრის ეპიცენტრი 25 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

სეისმოლოგებმა განმეორებით 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 07:58 საათზე სომხეთში, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში დააფიქსირეს.

აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრა თბილისში იმდენად საგრძნობი იყო, რომ მოსახლეობა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სოციალურ ქსელში ამის შესახებ წერდა.

223
თემები:
შემთხვევები საქართველოში (805)