საპატრულო პოლიცია

წალენჯიხაში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

252
(განახლებულია 23:36 05.06.2018)
მოზარდს, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. წალენჯიხის უნიციპალიტეტის სოფელ ნაგურუში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, მ. ჯ.-ს იარაღი გაუვარდა. 

როგორც კორესპონდენტთან გარდაცვლი მოზარდის მეზობლებმა განაცხადეს, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ნახეს.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო („თვითმკვლელობამდე მიყვანა").


252
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1187)