მიწისძვრის მაგნიტუდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

1576
(განახლებულია 00:59 06.06.2018)
მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში იყო.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში 22:40 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი აზერბაიჯანში დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

5,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 25 კილომეტრის სიღრმეზე საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც იგრძნო.

მიწისძვრას საქართველოში მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

1576
თემები:
შემთხვევები საქართველოში (786)