ხანძარი თბილისის ცენტრში – დაიწვა ორი საცხოვრებელი ბინა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში, შანიძის ქუჩაზე ღამით მომხდარი ხანძრის შედეგად მრავალბინიან სახლში ორი საცხოვრებელი ბინა დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მეხანძრეები - Sputnik საქართველო
ხანძარი სამეგრელოში: მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდება

საცხოვრებელ სახლში ცეცხლი დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადამიანების ევაკუაცია აუცილებელი გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ბინის მეპატრონეებს ზარალს აუნაზღაურებენ.

„იყო ხანძრის გავრცელების საშიშროება, მაგრამ ლოკალიზება მოხდა დროულად. ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ამას გამოძიება დაადგენს", — განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა ყირიმელმა.

ყველა ახალი ამბავი
0