40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნივთების დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრუყლო პოლიციის მანქანა
საპატრუყლო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელებმა 64 წლის ქალბატონს დიდი ოდენობის თანხა და ძვირფასი ნივთები გამოსტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის გატაცების ბრალდებით ბათუმში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
დაჭრა თელავში: ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 64 წლის ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს.

„თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და  დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით  ბინაში უკანონო შეღწევას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0