ლიბიაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / JAKაფეთქების ადგილი
აფეთქების ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკავშირდება თუ არა აფეთქება ტერორიზმს, ჯერ უცნობია

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ლიბიის აღმოსავლეთით, ქალაქ ბენღაზში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 20 დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბენღაზი ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქია დედაქალაქის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0