ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელს უვადო პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ორივე პირი მიმალვაშია და მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ „კუს ტბის" კომპლექსის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულ ფარიდ გურბანოვს დაუსწრებლად უვადო პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოში სასიკვდილოდ დაჭრეს. მოგვიანებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ხარძიანი გურბანოვმა მოკლა, თუმცა, იგი მარტო არ მოქმედებდა და ამაში მას ოლეგ დოევი ეხმარებოდა. 2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბიზნესმენის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს>>>

სააპელაციო სასამართლომ დოევთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დატოვა.

რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, პროკურატურის მტკიცებით, 2015 წლის 13 იანვარს გურბანოვი, ალექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის ყალბი პასპორტით, დოევთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

მათ თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა დაიქირავეს და სისტემატურად აკონტროლებდნენ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

ბიზნესმენი 2015 წლის 28 მარტს მივიდა მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას სადარბაზოში შეჰყვა და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო – თავის არეში.

ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა იმავე დღეს დატოვეს საქართველო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0