საქართველოს სამმა მოქალაქემ თურქეთში ექვსი საცხოვრებელი სახლი გაქურდა

© photo: Sputnik / Stringerთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა 90 ათასი თურქული ლირის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თურქეთში სამართალდამცველებმა ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თურქი სამართალდამცველები - Sputnik საქართველო
დაპირებული ქორწინება თუ ტრეფიკინგი – ქართველი ქალები თურქეთში

თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე იზმირში აიყვანეს. მათ ექვსზე მეტი საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა 90 ათასი თურქული ლირის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

გამოძიების ცნობით, დამნაშავეები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. დადგინდა, რომ გაქურდული სახლების კარი იდენტური მეთოდით არის გახსნილი. საქართველოს მოქალაქეების ბინის ჩხრეკის დროს  ნივთმტკიცებად ამოღებულია სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ისინი კარის საკეტს ხსნიდნენ.

სამივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0