წყალტუბოში მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობა გასული წლის დეკემბერში მოხდა. 17 წლის ახალგაზრდა ყოფილმა თანაკლასელმა მოკლა

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქუთაისის სასამართლომ 2017 წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონში 17 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მკვლელობა სოფელ ოფშკვითში, სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებული 18 წლის ყოფილი თანაკლასელი აღმოჩნდა. მან გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და გაიქცა.

„მოზარდის მკვლელობა წყალტუბოში — მომხდარის ვერსია">>

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა") მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0