დავით-გარეჯში ფრესკები დააზიანეს

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარწერები გიდმა მორიგი ექსკურსიის დროს აღმოაჩინა

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მორიგი ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კომპლექსის მთავარ ტაძარსა და სატრაპეზოში  არსებულ ფრესკებზე წარწერები ფანქრით და ცარცით  არის გაკეთებული.  წარწერები გიდმა მორიგი ექსკურსიის დროს აღმოაჩინა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები კომპლექსში ხშირად ხდება.

დავით-გარეჯის მონასტერი - Sputnik საქართველო
დავით–გარეჯის მონასტერი მსოფლიოს ულამაზესი ადგილების ნუსხაში მოხვდა

ამასთან, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არ არის სათვალთვალო კამერა, არც ამკრძალავი ნიშნები და დაფები.

დაზიანებული ფრესკები IX და XI საუკუნეებისაა. სპეციალისტების შეფასებით, დაზიანებები ნაკლებად მძიმე ხარისხისაა და ის მხოლოდ მხატვრობის ზედაპირულ ფენას შეეხო.

Europa Nostra: დავით–გარეჯი საფრთხის ქვეშაა>>>

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბექა ბარამიძის  განცხადებით, სპეციალური ჯგუფი დაზიანებებს შეისწავლის.

„დაზიანებების აღდგენა რთული არ იქნება, რადგანაც წარწერები ცარცითაა გაკეთებული. აუცილებელია კომპლექსის დაცვის გაძლიერება. სააგენტო შეეცდება ფრესკების დაცვის კუთხით ეფექტური მექანიზმები შეიმუშაოს“, — განაცხადა ბექა ბარამიძემ.

დავით გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება, რომელთაგან მთავარი სწორედ  დავითის ლავრაა.

სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოშია განლაგებული.

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.

ყველა ახალი ამბავი
0