ამერიკელი ოჯახური სადილის შემდეგ ავტომობილით რესტორანს დაეჯახა

CC BY-SA 2.0 / Raymond Wambsgans / Solon Ohio Police Chevrolet Tahoeამერიკის პოლიციის მანქანა
ამერიკის პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განრისხებული მამაკაცის ქმედების შედეგად მისი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატშის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გუშინ შუადღეს (ადგილობრივი დროით) ოჯახი პატარა ქალაქ ბესემერ სიტიში რესტორანში შევიდა სასადილოდ. თვითმხილველების განცხადებით, რაღაც დროის შემდეგ ოჯახის მამა ადგა, გავიდა რესტორნიდან, ჩაჯდა ავტომობილში და რესტორნის შენობას დაეჯახა.

ინციდენტის შედეგად დაიღუპა ეჭვმიტანილის ქალიშვილი და ოჯახის კიდევ ერთი წევრი. მომხდარის მიზეზები დგინდება.

ყველა ახალი ამბავი
0