დანაშაულის ადგილი

ვინ არის 30 წლის ქართველი, რომელიც ისრაელში ხორცსაკეპმა მანქანამ იმსხვერპლა

635
(განახლებულია 17:52 18.05.2018)
საქართველოს მოქალაქე ისრაელის ერთ-ერთ ხორცკომბინატში მუშაობდა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ისრაელში ერთ-ერთ ხორცკომბინატში მუშაობდა, ხორცსაკეპ მანქანაში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 30 წლის იყო. თავიდან მას ხორცსაკეპ მანქანაში ხელი მოჰყვა, შემდეგ კი მანქანამ მთლიანად ჩაითრია.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ქარხანა დალუქა.

დაღუპულის ვინაობა არ არის დასახელებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულის ოჯახთან კავშირზე იმყოფება, ტარდება ყველა აუცილებელი პროცედურა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

635
თემები:
მსოფლიო დღეს (978)