საპატრულო პოლიცია

დიღმის მასივში „ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

137
(განახლებულია 16:20 16.05.2018)
თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი 25 წლამდე ასაკის იყო.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. დიღმის მასივში „ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ რობაქიძის გამზირზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის შენობაში, სავარაუდოდ, ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის დროს შენობაში ბანკის თანამშრომლებთან ერთად კლიენტებიც იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი 25 წლამდე ასაკის იყო.

ამ დროისთვის ბანკის ოფისში კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით („ყაჩაღობა"), რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

137
თემები:
შემთხვევები საქართველოში (923)