სასწრაფო სამედიცინო დახმარება

სუიციდის შემთხვევა - სენაკში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა

156
(განახლებულია 21:57 15.05.2018)
მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიიყენა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. სენაკში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იტყობინება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით,  მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიიყენა.

ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

 როგორც „Sputnik-საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

156
თემები:
კრიმინალი საქართველოში (588)