112

ზაჰესში ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

58
(განახლებულია 10:03 16.05.2018)
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ზაჰესის დასახლებაში დღეს, დილით მოხდა. გაჩერებულ ტრაილერს „ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი მძიმედ დაშავდა.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა").

58
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1175)