სად უპოვეს აზერბაიჯანის მოქალაქეს სამართალდამცველებმა ჰეროინი

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დაკავებულის ფეხსაცმლის ძირებში დამალული ოთხ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Telegram - Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოტიკები Telegram-ის საშუალებით იყიდება

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 42 წლის მამაკაცი ზემო ფონიჭალაში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის ფეხსაცმლის ძირებში დამალული ოთხ შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა") დაიწყო, რაც ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0