საპატრულო პოლიცია

ავტოავარია თბილისში ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

212
(განახლებულია 12:30 14.05.2018)
შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ღამით დიდი ავარია მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოავარიის დროს ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მასმედიის ინფორმაციით, ერთი ქალი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ღამითვე ჩატარდა.

212
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1394)