სიტუაცია რუსთაველის გამზირზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ხვდება

159
(განახლებულია 13:18 14.05.2018)
შს მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას რუსთაველის გამზირზე.

თბილისი, 13 მაისი — — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ახალგაზდრების აქციაზე მივიდა, იტყობინება ტელეკომპანია Rustavi 2.
ამ წუთებში თბილისის ცენტრში მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია, რომელიც 12 მაისს პოლიციის მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის დროს პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. ასევე მიმდინარეობს ორი კონტრაქცია.

„თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის კითხვები, მე პირადად მზად ვარ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე. დავჯდეთ და აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, რამეთუ კარგად გვესმის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება“, — განაცხადა გახარიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მედიის ინფორმაციით შინაგან საქმეთა მინისტრი ამ წუთებში პარლამენტის შენობაში იმყოფება, სადაც ხვდება მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტებს ბექა წიქარიშვილსა და ვახუშტი მენაბდეს.

რამდენიმე წუთის წინ ბექა წიქარიშვილი გამოვიდა აქციის მონაწილეებთან და სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა, მისი თქმით არის იმის წინაპირობა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, წიქარიშვილი კვლავ დაბრუნდა პარლამენტის შენობაში.
ამავე დროს უკიდურესად დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციის კორდონი და ჭავლმტყორცნი მანქანები იცავენ მომიტინგეებს კონტრაქციის წევრების თავდასხმისაგან.

159
თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (53)