საპატრულო პოლიცია

თბილისის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

242
(განახლებულია 13:03 14.04.2018)
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. პარასკევს, გვიან ღამით, დედაქალაქში, თამარაშვილის ქუჩისა და ვერის ხეობის სატრანსპორტო ესტაკადის კვეთაზე, ხეზე ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იტყობინება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები. წყაროს ინფორმაციით გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 35 წლის იქნებოდა. 

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.

242