თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტში 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

541
(განახლებულია 15:19 13.04.2018)
მამაკაცი თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines–ის თბილისი-სტამბულის რეისის მგზავრი იყო

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის  საერთაშორისო აეროპორტში 28 წლის მგზავრი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

როგორც „Sputnik საქართველოს“ აეროპორტის პრეს-სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines–ის  თბილისი-სტამბულის  რეისის მგზავრი იყო. 

„შემთხვევა მანამდე მოხდა, სანამ თვითმფრინავი ასაფრენ ზოლამდე მივიდოდა, რის გამოც პილოტმა თვითმფრინავი უკან დააბრუნა. ადგილზე გამოვიძახეთ კომპანია Evex-ის სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა, მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო “,  — განმარტავენ აეროპორტის პრეს-სამსახურში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) დაიწყო. 


541
თემები:
შემთხვევები საქართველოში (919)