თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის ტერმინალი დროებით დაიკეტა

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik.  თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩენილმა საეჭვო ჩანთამ მგზავრებს შორის პანიკა გამოიწვია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, რომლებმაც  ტერიტორია შეამოწმეს. სამართალდამცველებთან ერთად აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საეჭვო ჩანთა ერთ–ერთ მგზავრს ეკუთვნოდა. მომხდარის გამო დროებით დაიკეტა გაფრენის ტერმინალი, თუმცა  ინციდენტს თბილისის საერთაშორისო აერპორტში რეისების შეფერხება არ გამოუწვევია.


ყველა ახალი ამბავი
0