ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

CC BY-SA 2.0 / Jeremy Engleman / Baby's first rim lightახალშობილი საავადმყოფოში
ახალშობილი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალშობილს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ნაპოვნი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იტყობინება ტელეკომპანია Imedi.

ჩვილი ზაურ ფიფიას სახლის ჭიშკართან იპოვეს.

„მეზობლებმა დამიძახეს და მითხეს, რომ ჭიშკართან, პოლიეთილენის პარკში ბავშვი იყო, გამოვედით და ვნახეთ. ბიჭია. ახალშობილი ტიტველი იყო და ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. შევახვიეთ ნაჭერში და პოლიციაში დავრეკეთ“, — აცხადებს ფიფია.

ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოში შეყვანისას ბავშვი თეთრ ნაჭერში იყო გახვეული.

საავადმყოფოში ახალშობილს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს („სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად“). აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0