კლუბ „კოლხეთის“ ფეხბურთელები ავტოავარიაში მოყვნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად დაიღუპა მძღოლი, ხოლო ერთმა ფეხბურთელმა ხელი მოიტეხა. ის ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ავტომობილი, რომელშიც საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ხუთი წევრი იმყოფებოდა, გორთან ახლოს ავტოავარიაში მოყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ფეხბურთელები სხვადასხვა სახის დაზიანებით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ავარიამ პოლონეთში იმსხვერპლა

„ფოთის „კოლხეთმა“ კვირას თბილისში ითამაშა. ამის შემდეგ ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენება ჰქონდათ. დღეს კი ხუთი ფეხბურთელი ფოთში ვარჯიშზე მიემგზავრებოდა. სამწუხაროდ, ვიცით, რომ ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, ფეხბურთელების უმრავლესობას კი მცირე დაზიანებები აღენიშნება. ისინი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, სამი კი გაწერეს“, – განაცხადა კლუბის პრეს–მდივანმა გია ეჯიბიამ ტელეარხის ეთერში.

მისი თქმით, ფეხბურთელ გიორგი არქანიას ხელი აქვს მოტეხილი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0