საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ბავშვებზე ხელი აღმართა - სასამართლოს განაჩენი

212
(განახლებულია 20:17 13.03.2018)
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელი ბავშვებთან ცუდი მოპყრობის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწე ბავშვების მიმართ ძალის გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 4 000 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 2017 წლის 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ვერსიით, საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ ოთხი აღსაზრდელის მიმართ ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. ის 2017 წლის დეკემბერში სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა,  რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) აღიძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეტით 2 წლამდე ვადით.


212
თემები:
კრიმინალი საქართველოში (868)