სროლა ზუგდიდის ცენტრში

სროლა ზუგდიდის ცენტრში დაჭრილია სამი მამაკაცი

171
(განახლებულია 10:20 14.03.2018)
შელაპარაკება სამ მამაკაცს შორის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით დასრულდა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სამი მამაკაცი დაიჭრა ზუგდიდის ცენტრში ერთი საათის წინ მომხდარი ინციდენტის შედეგად, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

მამაკაცები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც სააგენტოს კორესპონდენტს კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობები ერთს — ბარძაყის არეში, მეორეს — გულ-მკერდის, მესამეს — ზურგის არეში. ექიმები ამ წუთებში მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება 19/109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ინციდენტი, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდებოდა.

171