კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

© Sputnik / Levan Avlabreliთევზი
თევზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომანქანის დათვალიერების შემდეგ ამოღებულია 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს მანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა.

„სამართალდამცველებმა, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერას გულისხმობს და  ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0