რუსთავის ქარხნიდან ტონობით სასუქი დაიკარგა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიციის ავტომობილები
საპატრულო პოლიციის ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქარხნიდან სასუქის გაქრობაში დამნაშავეს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. რუსთავში მდებარე ქარხანა „რუსთავის აზოტიდან" უცნობმა პირებმა შვიდი ტონა სასუქი — ამონიუმის გვარჯილა მოიპარეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
დანაშაული იკლებს – დანაშაული იმატებს: შსს სტატისტიკას აქვეყნებს

ქურდობის ფაქტი ორი დღის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ცნობილი ამის შესახებ ხუთშაბათს გახდა. როგორ გაქრა შვიდი ტონა სასუქი, უცნობია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ქურდობა", რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ერთიდან სამ წლამდე, ან ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამონიუმის გვარჯილა ყველაზე გავრცელებული აზოტის სასუქია (შეიცავს 34,7% აზოტს). ნივთიერებას სათანადო შენახვა ესაჭიროება — სპეციალურ ხის სადგამებზე, ჰერმეტულ ჭურჭელში. ის ფეთქებადსაშიშია. აუცილებელია ტექნიკური უსაფრთხოებისა და საწარმოო სანიტარიის დაცვა.

ყველა ახალი ამბავი
0