ჰეროინი

დამნაშავე დაკავებულია - პოლიციამ ხუთი შეკვრა ჰეროინს მიაგნო

24
(განახლებულია 18:22 08.02.2018)
სამართალდამცველებმა ხუთი შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის და მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ოთხ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. 1976 წელს დაბადებულ ბრალდებულს საცხოვრებელი ბინა რუსთავში აქვს.

ასევე, ამოღებულია მის მიერ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადამალული ერთი შეკვრა ჰეროინი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით („დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“) და ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

24