რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის დროს ავტობუსში 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გასულ ღამეს რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, მგზავრები გადარჩნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი `სარფიდან" (საქართველო-თურქეთის საზღვარი) თბილისში მოდიოდა. ცეცხლის გაჩენის დროს ავტობუსში ოცზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მათ დროულად მოასწრეს ავტობუსიდან გამოსვლა.

ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

ყველა ახალი ამბავი
0