თურქეთის პოლიციის ოფიცრები

საქართველოს მოქალაქეები ტრაპიზონში ძარცვაზე დააკავეს

42
(განახლებულია 10:28 31.01.2018)
სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს ორი მოქალაქე ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გამოძიების ცნობით, რომეო ლ.-სა და ედიშერ ჯ.-ს ბრალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ძარცვაში ედება.

პოლიციამ დამნაშავეებს სათვალთვალო კამერების დახმარებით მიაგნო. ბრალდებულების სახლიდან ამოღებულია ნაქურდალი ნივთები — რამდენიმე ტელევიზორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა ტექნიკა.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ბინაში მძარცველებმა სახურავიდან დაშვებული თოკით შეაღწიეს.

სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.


42
თემები:
კრიმინალი საქართველოში (589)