თბილისის მეტროში დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Stringerპაციენტები საავადმყოფოში
პაციენტები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროში დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან ოთხი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 11 ადამიანიდან ორის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში (ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა).

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჩვენთან ოთხი პაციენტი მოიყვანეს. აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ყველა დაშავებულს აუცილებელი გამოკვლევა უტარდება. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით", — განაცხადა კლინიკის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება

კიდევ ერთი დაშავებული, 26 წლის გოგონა ვარკეთილის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. რომელ კლინიკებში არიან მოთავსებული დანარჩენი პაციენტები, ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. მისი თქმით, ერთ დაშავებულს კლინიკის დატოვება დღესვე შეუძლია, დანარჩენები კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

„საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. მეტ დეტალს რაც შეეხება, მეტი ინფორმაცია მექნება, როცა პაციენტების მდგომარეობას ადგილზე გავეცნობი", — განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა პირობა დადო, რომ როდესაც დაშავებულების მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია ექნება, პრესკონფერენციას გამართავს.

ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც.

მან განაცხადა, რომ ინციდენტში დამნაშავეები კანონის წინაშე მკაცრად აგებენ პასუხს.

ყველა ახალი ამბავი
0