წყნეთში „ბერეტით“ და საბრძოლო მასალით დადიან - დამნაშავე დაკავებულია

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბერეტას სისტემის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღო

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, წყნეთში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 33 წლის ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0