სისხლიანი გარჩევა ღამის კლუბ Bassiani-სთან - ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

© Sputnik / STRINGERგამომძიებელთა მუშაობა - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მანქანა
გამომძიებელთა მუშაობა - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-ში გააკეთეს განმარტებები ღამის კლუბ Bassiani-სთან მომხდარი სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით, რომლის დროს დაცვის წევრები და შსს-ს სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი გააკეთეს პასუხისგებაში მიცემისთვის ახალგაზრდის, რომელმაც დაცვის წევრები და პოლიციელი მას შემდეგ დაჭრა, რაც ის ღამის კლუბ Bassiani-ში არ შეუშვეს, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

ინციდენტი 13 იანვრის ღამეს მოხდა. ფესიკონტროლზე მამაკაცმა დანა ამოიღო და კლუბის დაცვას თავს დაესხა. შედეგად დაიჭრა დაცვის ორი წევრი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევი, რომელიც მომხდარის ადგილზე გამოცხადდა. ბრალდებული დააკავეს, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს ის 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარიამ ახალი წელი შს თანამშრომლებსა და საქართველოს 112–ის ცენტრიდან მიულოცა

მან ხაზი გაუსვა, რომ შსს-ს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა.

„დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს“, — აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ამასთან მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ვინც არ უნდა იყოს ბრალდებული, ის საკუთარ ქმედებაზე პასუხს აგებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

დაცვის წევრსა და პოლიციელზე თავდამსხმელის ვინაობას შსს არ ასახელებს. თუმცა კლუბის თანამეპატრონემ ნაჯა ორაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბრალდებული — ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის წევრია.

სტამბულის ბაზრის დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ადგილზე პოლიცია მუშაობს - Sputnik საქართველო
რუსთავში მოკლული ბიზნესმენი ქართული არმიის გადამდგარი გენერალი იყო

„13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს… სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! — გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს რომ მათი პრივილეგიებიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას“, — დაწერა ორაშვილმა.

მოგვიანებით ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, პაატა ქვლივიძის შვილი — თამაზ ქვლივიძეა.


ყველა ახალი ამბავი
0